პატრიარქი დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდება

2824
19 მაისი 15:08
35
საქართველოს საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო

შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება.

დღეს, 15:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს საქართველოს საპატრიარქოში მიიღებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები ისაუბრებენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მდგომარეობაზე, მათი მკურნალობისა და მხარდაჭერის საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ფორმით მართავენ საპროტესტო აქციებს. ისინი სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის აუცილებელი ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებასა და დროულ ხელმისაწვდომობას მოითხოვენ.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ბავშვებში პროგრესირებად კუნთოვან სისუსტეს იწვევს და განსაკუთრებულ სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერას საჭიროებს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პატრიარქის, შიო მესამეს სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ