საქართველოს პატრიარქის, შიო მესამეს სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს
ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად.
2026 წლის 17 მაისს საქართველოს ყველა ქალაქში აღინიშნა ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე. ყველა საკათედრო ტაძარში ჩატარდა სადღესაწაულო წირვა-ლოცვა.
სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო მესამემ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მან მრევლს და დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართა:
,,დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს. რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას . წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე. თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. გრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიაციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა. ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც, იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით ,, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში."
მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება, ის როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია, ამიტომ აუცილებელია ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის.
ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ძვირფასო სტუმრებო: ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებო ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია ."
მჟკ წერდა, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.