დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორე ჩვენთან აღარ არის, გვყავს ახალი კათალიკოსი, გვაქვს ახალი იმედები, ახალი სიხარული.
ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან შეკრებილია მრევლი, მიმდინარეობს ღვთისმსახურება, რომელსაც ატარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი შიო მესამე, მასთან ერთად ტანამსახურობენ მსოფლიო საეკლესიო დელეგაცია.
მართლმადიდეელ ჟურნალისტტა კავშირი დღის მანძილზე მოგაწვდით მასალას მიმდინარე მოვლენების შესახებ.
მჟკ-ს კორესპოდენტი გაესაუბრა დეკანოზ ნიკოლოზ ტატუაშვილს.
დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა ბოლო 12 წელია ამ დღესასწაულს აღნიშნავს. ამით ხაზგასმა ხდება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ საკუთარ თავს ვახსენებთ ქვეყანას და სამყაროს. ეს ერთგვარი გზავნილია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები და ფასეულობები, როგორიც არის ოჯახი. ეს არის ის საყრდენი, რომელსაც ვეყრდნობით იმ დროს როცა გაგვიჭირდება, როცა რაიმე შეფერხებაა ცხოვრებაში. ყველას გილოცავთ ამ დღეს და ვისურვოთ, რომ მსურველთა რაოდენობა რომელიც ყოველ წელს იზრდება, ეს არ განელებულიყოს. მიუხედავად იმისა, რომ ილია მეორე ჩვენთან აღარ არის, გვყავს ახალი კათალიკოსი, გვაქვს ახალი იმედები, ახალი სიხარული. ყველანი ვიქნებით ამ ძვირფას დღესასწაულში ჩართულები და გვექნება მთავარი კურსორი: ერთმანეთის გაფრთხილება და ერთმანეთის სიყვარული. გილოცავთ ყველას.