ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში ყოველი წლის 17 მაისს აღინიშნება
დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავრები აღავლენენ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში ყოველი წლის 17 მაისს აღინიშნება. იგი 2014 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით დაარსდა და ოფიციალურ სახელმწიფო უქმე დღეს წარმოადგენს.
ყოველწლიურად იმართება მასშტაბური სახალხო მსვლელობა, რომელიც ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან იწყება და სამების საკათედრო ტაძრამდე გრძელდება. პარაკლისები და მსვლელობები დედაქალაქის გარდა საქართველოს ყველა სხვა დიდ ქალაქსა და ეპარქიაში ეწყობა. საზეიმო მსვლელობის გამო, 17 მაისს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე (რუსთაველის გამზირიდან სამების ტაძრამდე) საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავრები აღავლენენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა.