სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს
მცხეთაში ამ წუთებში ათასობით ადამიანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრება.
მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ამ წუთებში საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.
ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილია სასულიერო პირები, მრევლი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოეთიდან მოწვეული დელეგაციები და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
სვეტიცხოვლის ტაძარში ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ხოლო ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი ისტორიულ მოვლენას ლოცვითა და პატრიარქის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით ეხმიანება.
მჟკ წერდა, მიტრა რომელსაც ახალ პატრიარქს დაადგამენ.