ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას მთავრობის წევრები ესწრებიან
ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის ძირითადი ეტაპი უკვე დასრულებულია.
დიახ, 2026 წლის 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაციის (ტახტზე აყვანის) ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.
ინტრონიზაციაზე დასასწრებად სვეტიცხოველში მივიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
ცერემონიაზე დასწრების მსურველთათვის თბილისის მერიამ უფასო ტრანსპორტირება უზრუნველყო.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინტრონიზაციასთან დაკავშირებით მსახურება 10:00 საათზე დაიწყო.
სვეტიცხოვლის ტაძარში ხალხის ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ხოლო ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი ისტორიულ მოვლენას ლოცვითა და პატრიარქის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით ეხმიანება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ესაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩოხოსანს -მერი უდესიანს.
,,საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩოხოსანი: ,,დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა უფალს რომ მოგვასწრო ამ დღეს. მე ვფიქრობ მსოფლიოში დღეს ამაზე დიდებული არაფერი არ ხდება. რაც მთავარია ერს ჰყავს ისეთი პატრიარქი, რომელსაც იმსახურებს. მადლობა ღმერთს რომ ჩვენ ასეთი პატრიარქი ავირჩიეთ."
მჟკ წერდა, ახალი პატრიარქის პირველი მიბრძანება სვეტიცხოველში.