ცნობილია ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი

2824
11 მაისი 19:23
41
სვეტიცხოველი სვეტიცხოველი

ხვალ საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.

გაფართოებული კრების 14-ე სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს ახალი პატრიარქი , ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო lll.

ხვალ, 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ტრადიციულად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგება ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია.

საღვთო ლიტურგია და ინტრონიზაციის რიტუალი 10:00 საათზე დაიწყება. მეტროპოლიტი შიო (მუჯირი) პატრიარქად დღეს, 11 მაისს, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მან კენჭისყრაში 22 ხმა მიიღო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელი გახდა.

შიო III-მ ტახტზე ილია II შეცვალა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტტა კავშირი წერდა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს.

 

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ