საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს

2824
11 მაისი 16:02
176
მიტროპოლიტი შიო. საქართველოს ახალი პატრიარქი მიტროპოლიტი შიო. საქართველოს ახალი პატრიარქი

სამების საპატრიარქო ტაძარში გამართულ წმინდა სინოდის გაფართოებულ კრებაზე ახალი პატრიარქი აირჩიეს.

თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებულ კრებაზე 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი აირჩიეს. ის გახდა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

კრება დღეს, 13:00 საათზე დაიწყო და მას წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები და დელეგატები ესწრებოდნენ. საპატრიარქოში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, ხოლო მედიის წარმომადგენლები სპეციალური რეგულაციებით მუშაობდნენ.

პატრიარქის არჩევის პროცესი ეკლესიის წესდებისა და კანონიკური ნორმების შესაბამისად წარიმართა. მანამდე სინოდმა საპატრიარქო კანდიდატებად დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).

საპატრიარქოს ინფორმაციით, ახლადარჩეული პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი და დეტალები დამატებით გახდება ცნობილი.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ