საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალი პატრიარქის მოლოდინში

2824
11 მაისი 14:09
62
სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ სამების საკათედრო ტაძარი. ფოტო: მჟკ

ტარდება მე- 14 საეკლესიო კრება.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპოდენტი იუწყება ამ წუთებში სამების საპატრიარქო ტაძარში მიმდინარეობს მე-14 საეკლესიო კრება. სადაც ირჩევენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქს.

სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში შეკრებილია მრევლი, ჟურნალისტები. დღეს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი იწერება. ჩვენ გავესაუბრეთ მრევლს. მოვისმინეთ მათი მოსაზრება და მოლოდინები.

,,საქართველოს პატრიარქმა უნდა გააგრძელოს უწმინდესის გზა. თუ მთლად უწმინდესის ნაირი არ იქნება, მიახლოებული მაინც უნდა იყოს უწმინდესის ღვაწლთან. იმ ღვაწლთან რომელიც მიუძღვის ილია მეორეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. დღევანდელი დღე ჩემთვის არის ეპოქალური მოვლენა. იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად უნდა აირჩიონ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.''
ლიკა გელენიძე - მრევლი.

ნათია გოგოტიძე ( მრევლი). -,, ჩემთვის დღევანდელი დღე ნიშნავს პატრიარქის საქმის გაგრძელებას.უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ასე ერთობით უნდა შევძლოთ და შევეწიოთ ჩვენს ქვეყანას.ცოტახანში ახალი პატრიარქი გეყოლება ქვეყნის სასიკეთოდ. რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ თავდაუზოგავად იშრომებს და იღვაწებს, როგორც ჩვენი პატრიარქი ილია მეორე.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები მიმდინარეობს.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ