„ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულზე მიტროპოლიტმა იოანემ სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
ეს ტრადიციული რიტუალი „გვირილობის“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომლის დროსაც სასულიერო პირები ქვეყნის მშვიდობისა და ქალაქის კეთილდღეობისთვის ლოცულობენ.
2 მაისს ,,ქუთაის ქალაქობის" დღესასწაულზე, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლოტმა იოანემ სამშვიდობო პარაკლისი შეასრულა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) სახ. საკათედრო ტაძარში.
„ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში, ქუთაისში სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობა გაიმართა.
ღონისძიებების დიდი ნაწილი
ასსაფეხურიან კიბესთან მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო პანტომიმის მსახიობთა დასი, ოჩოფეხები და თემატური კოსტიუმები.
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონისძიება ჩატარდა.
ქუთაისელი გოგონები, ტრადიციისამებრ, ქუჩებში მოქალაქეებს გვირილებს ურიგებდნენ (საიდანაც მოდის დღესასწაულის მეორე სახელწოდება — „გვირილობა“).