2 მაისი წმინდა მოწამეების ქრისტეფორე, თეონი და ანტონინეს ხსენების დღეა

2824
02 მაისი 13:36
10
მოწამენი ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე მოწამენი ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე

ისინი იმპერატორ დიოკლეტიანეს ჯარში მსახურობდნენ და მეფის შუბისმტვირთველები იყვნენ.

წმიდა მოწამენი ქრისტეფორე, თეონი და ანტონინი (+303) იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ჯარში მსახურობდნენ.

ისინი წმიდა დიდმოწამე გიორგის (ხს. 23 აპრილს) წამებას ესწრებოდნენ, იხილეს მომხდარი სასწაულები, წმიდანის სარწმუნოება და ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მეომრებმა წარმართი მეფის მსახურებას ქრისტეს მხედრობა არჩიეს, განიძარცვეს ოქროს სარტყლები და იმპერატორის წინაშე განაცხადეს, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ.

ქრისტეს ახალი აღმსარებლები ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს იმპერატორმა მხედრებს სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ წმიდანები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და ადიდებდნენ მაცხოვარს. დიოკლეტიანეს ბრძანებით ქრისტეფორე, თეონი და ანტონინე ცემეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს. ეს მოხდა 303 წელს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 30 აპრილი წმინდა მოწამე ადრიანეს ხსენების დღეა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ