მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი საპატრიარქოს ეწვია

2824
24 აპრილი 16:25
23
მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი საპატრიარქოს ეწვია მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი საპატრიარქოს ეწვია

რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი როლს რელიგიურ თანაცხოვრებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

2026 წლის 22 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი და მისი თანმხლები პირები მიიღეს.

შეხვედრისას რაბინმა იაკობ გაგულაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა სამძიმარი და პატივისცემა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პატრიარქის განუზომელ ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე და აღნიშნა, რომ ილია II სიცოცხლეში მშვიდობის, თანხმობისა და სხვადასხვა ერისა და კონფესიის მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლო იყო.

რაბინმა ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქმა თავისი გარდაცვალებით კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველი საზოგადოება, ხოლო ხალხმა ღირსეულად დააფასა მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა.

მიტროპოლიტმა თეოდორემ სტუმარს მადლობა გადაუხადა თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ილია II-ის მიერ დაწყებული გზა მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კვლავაც სამაგალითოდ დარჩება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თსუ-ში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ