25 აპრილს, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, საფრანგეთში პანაშვიდი აღევლინება
წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
2026 წლის 25 აპრილს, შაბათს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში, აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი.
მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე, რომლის დროსაც სასულიერო პირები და მრევლი ერთობლივად ილოცებენ მისი უწმინდესობის სულის საოხად.
საეკლესიო ტრადიციის თანახმად, მე-40 დღე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, როდესაც მორწმუნენი განსაკუთრებული ლოცვით იხსენიებენ გარდაცვლილს და უფალს მისთვის საუკუნო სასუფევლის დამკვიდრებას შესთხოვენ.
ტაძრის მისამართია:
16 rue Sergent Guihard, 35000.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა.