მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს - მეუფე სტეფანე
მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია ll-ს გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში დიდი ინტერესია, ვინ დაიკავებს მის ადგილს. უწმინდესმა სიცოცხლეშივე დაასახელა მისი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სტეფანემ - ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა ქადაგებისას მრევლს მიმართა და თავისი აზრი დააფიქსირა პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით.
,,მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია. მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი.
9 წელია მეუფე შიო ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით. მე ვიცი, როგორი ურთიერთობა მქონდა მასთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით. მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის იქნებოდა პრობლემა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რამე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენი მე მორჩილი ვარ , მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში. სხვა რას იზამს მე მაგაზე ვერ ვაგებ პასუხს."
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ისაია კანდიდატურის მოხსნას უარყოფს – „ამ საკითხზე არავისთან მისაუბრია.“