რენეში ქართულ სამრევლოში 15 მარტს საღმრთო ლიტურგია აღესრულება

14 მარტი 13:41
282
არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი). ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი). ფოტო: მთ.ანგელოზ გაბრიელის სამრევლო ბრეტანში

მსახურებას არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) აღავლენს.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთში, ქალაქ რენეში მდებარე წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ქართულ სამრევლოში 15 მარტს, კვირას, 10:00 საათზე საღმრთო ლიტურგია აღესრულება.

ლიტურგიას აღავლენს არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი).

სამრევლოს წევრები მადლობას უხდიან მამა ანტონს მამობრივი მზრუნველობისა და სამრევლოსადმი დაუღალავი თანადგომისთვის.

ამასთან, სამრევლო ქრისტესმიერ საყვარელ მრევლს სთხოვს, ლოცვებში მოიხსენიონ უძლურებაში მყოფი დეკანოზი სპირიდონი.

ტაძრის მისამართია:
16 Rue Sergent Guihard, 35000 Rennes, საფრანგეთი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში მონაზვნად აღკვეცის წესი შესრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ