სასულიერო აკადემიაში გაიმართება საჯარო ლექცია დიდი მარხვის მსახურებათა მნიშვნელობაზე
ლექციას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია წაიკითხავს.
მიმდინარე წლის 11 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „დიდი მარხვის პერიოდის მსახურებათა მნიშვნელობა ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების ჭრილში“.
ლექციას წაიკითხავს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება დიდი მარხვის პერიოდში აღვლენილი საეკლესიო მსახურებების სულიერი და თეოლოგიური მნიშვნელობა, მათი ადგილი ადამიანის სულიერი განწმენდისა და ხსნის გზაზე, ასევე ეკლესიის სწავლება ამ განსაკუთრებული პერიოდის შესახებ.
ღონისძიება დაინტერესებული მსმენელებისთვის ღიაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოში იწყება მომლოცველობითი მოგზაურობა „მოციქულთა ნაკვალევზე“.