წალენჯიხაში მოსწავლეებთან ღირებულებითი განათლების თემაზე შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
2026 წლის 5 მარტს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევით გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის N4 საჯარო სკოლის IX–X კლასის მოსწავლეებთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის წრის მოსწავლე-ახალგაზრდებთან.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის – „ღირებულებითი განათლება“ – ფარგლებში.
შეხვედრას უძღვებოდა ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია. მან ისაუბრა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე, ოჯახის სიწმინდის ფასეულობაზე, ქართულ ტრადიციებსა და ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სააღდგომო მარხვის მნიშვნელობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზეც.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში ღირებულებითი განათლების გაძლიერება, ეროვნული და ქრისტიანული ფასეულობების გაცნობიერება, ოჯახის და ტრადიციების მნიშვნელობის წარმოჩენა და მოსწავლეთა სულიერი და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
აქტივობის ფარგლებში გაიმართა მოძღვართან შეხვედრა და ღია დიალოგი, ლექცია-დისკუსია ღირებულებით თემებზე, მოსწავლეთა ჩართულობა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობაში. ასევე, საგანმანათლებლო რესურსების სახით ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები.
შეხვედრის შედეგად მოსწავლეებში გაიზარდა ცნობიერება ღირებულებითი განათლების შესახებ, გაძლიერდა სკოლასა და ეპარქიას შორის თანამშრომლობა, ხოლო ახალგაზრდებმა მიიღეს დამატებითი მოტივაცია სწავლისა და პიროვნული განვითარების მიმართულებით. ასევე, ჩამოყალიბდა ჯანსაღი დიალოგის გარემო ეკლესიასა და საგანმანათლებლო სივრცეს შორის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს.