ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლა-გიმნაზიაში ინტელექტუალური თამაშის მეორე ეტაპი გაიმართა
მოსწავლეები აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკაში ერთმანეთს ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაში შეეჯიბრნენ.
2026 წლის 4 მარტს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ასევე ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ მეორე ეტაპი.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ცოდნა, სწრაფი აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი წარმოაჩინეს. თამაშს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი, ქალბატონი ზეინაბ ბუაჩიძე.
ღონისძიება საინტერესო და დაძაბული გარემოს ფონზე წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა თემატიკის კითხვებზე პასუხებით ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოავლინეს.
შეჯიბრის შედეგად მომდევნო ეტაპზე იასპარეზებენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ინტელექტუალური თამაშის ფინალური ეტაპისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს.