ზუგდიდში საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ გაიმართა

26 თებერვალი 17:03
288
დადიანების ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი დადიანების ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

პროექტის ფარგლებში აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღირებულებითი განათლების, ტრადიციებისა და სულიერი განვითარების თემებზე დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით, საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“ გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში.

ღონისძიებას აფხაზეთის N1 საჯარო სკოლამ (ჭითაწყარი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) უმასპინძლა, სადაც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, ახალგაზრდები და პედაგოგები.

შეხვედრას უძღვებოდა ზუგდიდის დადიანების ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია. მან ისაუბრა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე, ოჯახის სიწმინდის ფასეულობაზე, ქართულ ტრადიციებსა და ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ლექცია-დისკუსია, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სააღდგომო მარხვის მნიშვნელობასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიებას ესწრებოდა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია, რომელმაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი 2026 სასწავლო წელი მიულოცა, განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

შეხვედრის დასასრულს სკოლის ბიბლიოთეკას საგანმანათლებლო რესურსები და წიგნები გადაეცა. ასევე, სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლამზირა შონიას, მადლობა გადაუხადეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ღირებულებითი განათლების გაძლიერება, ეროვნული და ქრისტიანული ფასეულობების გაცნობიერება, ოჯახისა და ტრადიციების მნიშვნელობის წარმოჩენა და მოსწავლეთა სულიერი და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს სკოლასა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებასა და ჯანსაღი დიალოგის გარემოს ჩამოყალიბებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 25 თებერვალს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ