გელათის სასულიერო აკადემიაში სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართა

2824
04 მარტი 20:56
22
გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: აკადემიიის გვერდი გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია. ფოტო: აკადემიიის გვერდი

დოგმატიკისა და პატრისტიკის კათედრის ორგანიზებით წარმოდგენილი იყო თეოლოგიური და კანონიკური საკითხებისადმი მიძღვნილი მოხსენებები.

2026 წლის 4 მარტს გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში დოგმატიკისა და პატრისტიკის კათედრის ხელმძღვანელობით გაიმართა სტუდენტთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია.

კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტთა აკადემიური და კვლევითი უნარების განვითარება, დოგმატიკური ღვთისმეტყველებისა და პატრისტიკის საკითხების სიღრმისეული გააზრება და ეკლესიის სწავლების აქტუალური თემების განხილვა.

ღონისძიებაზე მოხსენებები წარმოადგინეს:

* ბაკალავრიატის I კურსის სტუდენტმა ზურაბ შარაშენიძემ თემაზე – „ეკლესიის აპოსტოლარული თვისება“ (ხელმძღვანელი: ნიკოლოზ გვილავა);
* ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტმა გიორგი ხარატიშვილმა თემაზე – „კანონიკური სამართალი იპოდიაკონთა შესახებ“ (ხელმძღვანელი: გივი ლომიძე);
* მაგისტრატურის II კურსის სტუდენტმა გიორგი დაჩინებერიძემ თემაზე – „წმინდა ილარიონ პიქტავიელის ტრიადოლოგია“ (ხელმძღვანელი: დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი);
* მაგისტრატურის II კურსის სტუდენტმა რომან ართილაყვამ თემაზე – „ღირსი მაკარი დიდის ასკეტურ-ანთროპოლოგიური სწავლება“ (ხელმძღვანელი: კახაბერ კილაძე).

მოხსენებებს მოჰყვა დისკუსია, რომლის დროსაც დამსწრეებმა შეკითხვები დაუსვეს მომხსენებლებს და აზრები გაცვალეს წარმოდგენილი თემების ირგვლივ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წალენჯიხაში დედის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ