წალენჯიხაში დედის დღე საზეიმოდ აღინიშნა
ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სამი ტყუპის დედა ფულადი საჩუქრით დაჯილდოვდა.
3 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი კვარაცხელიამ, რომელმაც დედებს გულითადად მიულოცა დღევანდელი დღე და მათ განსაკუთრებულ როლსა და ღვაწლზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში მან სამი ტყუპის დედას, სალომე ლუკავას, ფულადი საჩუქარი გადასცა.
საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია, და ამავე ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.
დედის დღესთან დაკავშირებით, კინო-თეატრის ფოიეში მოეწყო სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის სახვითი ხელოვნების წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
საზეიმო საღამო გაფორმდა ფოლკლორული ხალხური სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და ლექსების მხატვრული წაკითხვით, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულად თბილ და ემოციურ განწყობას სძენდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე იყალთოს საეკლესიო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.