საბურთალოს წმინდა ბარბარეს ტაძარში დედის დღე სადღესასწაულო ღვთისმსახურებით აღინიშნა

2824
04 მარტი 10:51
154
საბურთალოს წმინდა ბარბარეს ტაძარი. ფოტო: მჟკ საბურთალოს წმინდა ბარბარეს ტაძარი. ფოტო: მჟკ

დეკანოზმა ზაზა ბეჟანიშვილმა დედებს დედის დღე მიულოცა, ტაძრის ისტორია გაიხსენა და ემიგრაციასა და ეროვნულ ერთობაზე ისაუბრა.

3 მარტს, საბურთალოს წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა დეკანოზმა ზაზა ბეჟანიშვილმა.

ქადაგების დასასრულს მამა ზაზამ განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით დალოცა და მიულოცა ყველა დედას დედის დღე. მან ხაზი გაუსვა დედების ღვაწლსა და თავგანწირვას და აღნიშნა, რომ დედის ლოცვა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი და მადლმოსილი ძალაა.

დეკანოზმა ასევე ისაუბრა ტაძრის ისტორიაზე. აღნიშნა, რომ წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი მისმა ტყუპისცალმა ძმამ, დეკანოზმა ანტონ ბეჟანიშვილმა ააშენა. მამა ზაზამ გაიხსენა ტაძრის დაფუძნების წლები, პირველი ნაბიჯები და ის სირთულეები, რომელთა გადალახვაც რწმენითა და ერთობით გახდა შესაძლებელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას დეკანოზი ზაზა ბეჟანიშვილი მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებსაც შეეხო. მან ისაუბრა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე უცხო ქვეყნებში, მათ წინაშე არსებულ სულიერ გამოწვევებსა და სამშობლოსთან კავშირის მნიშვნელობაზე.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე აფხაზეთსა და საქართველოს ურთიერთობაზე. მამა ზაზამ აღნიშნა შერიგების, ერთობისა და მშვიდობის აუცილებლობა, რაც ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორის საკათედრო ტაძარში დიდი მარხვის პირველი შვიდეულის მსახურება აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ