5 მარტს გაიმართება დიალოგი დეკანოზ ვლადიმერ ვახტანგიძესთან თემაზე – „რელიგიური ფანატიზმი“

2824
03 მარტი 17:13
37
დიალოგი დეკანოზ ვლადიმერ ვახტანგიძესთან. ფოტო: დავითიანნი დიალოგი დეკანოზ ვლადიმერ ვახტანგიძესთან. ფოტო: დავითიანნი

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

5 მარტს, 19:00 საათზე, გაიმართება დიალოგი დეკანოზ ვლადიმერ ვახტანგიძესთან, სადაც განხილვის მთავარი თემა იქნება „რელიგიური ფანატიზმი“.

შეხვედრაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოძღვართან ერთად იმსჯელონ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე – რას ნიშნავს ფანატიზმი სარწმუნოების კონტექსტში, როგორ განსხვავდება იგი ჭეშმარიტი და გააზრებული რწმენისგან და რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ გადაჭარბებული რადიკალიზმი.

დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ფანატიზმის გავლენაზე როგორც პიროვნულ ცხოვრებაში, ისე საზოგადოებრივ სივრცეში. საუბარი შეეხება ქრისტიანული სიყვარულისა და შემწყნარებლობის მნიშვნელობას, ასევე იმ გზებს, რომლებიც ადამიანს იცავს უკიდურესობებისა და რადიკალიზმისგან.

დიალოგის ფორმატი დამსწრეებს მისცემს შესაძლებლობას, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები მამა ვლადიმერისგან.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
[https://forms.gle/okzaFn2LJZx5uPaV6](https://forms.gle/okzaFn2LJZx5uPaV6)

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ