გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-4 ნომერი

2 მარტი 20:15
102
გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-4 ნომერი

ახალი გამოცემა მოიცავს პატრიარქის მიმართვას დიდმარხვის დაწყების წინ, სასულიერო ქადაგებებს, ისტორიულ მასალებსა და საეკლესიო ქრონიკას.

გამოვიდა გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2026 წლის მე-4 ნომერი, რომელიც მკითხველს სთავაზობს მრავალფეროვან სულიერ, ისტორიულ და საზოგადოებრივ თემატიკაზე მომზადებულ მასალებს.

გამოცემის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი დიდმარხვის დაწყების წინ, ასევე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით. გაზეთში გამოქვეყნებულია სულიერი თემატიკის მასალებიც, მათ შორის – „დიდი მარხვა – ზეიმი სულისა“, „მართლმადიდებლობის ზეიმი“ და წმინდა მამათა სულიერი მემკვიდრეობიდან შერჩეული სწავლანი, მათ შორის „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის“.

გამოცემაში ტრადიციულად წარმოდგენილია საეკლესიო ქრონიკა, სადაც ასახულია ტაძრების კურთხევის, ხელდასხმის, აღკვეცისა და სამძიმრის შესახებ ინფორმაცია. ასევე განთავსებულია განცხადება დაკარგული ადამიანის მოძებნის შესახებ.

გაზეთის ფურცლებზე მკითხველი გაეცნობა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობას, კერძოდ, ეპარქიებში განხორციელებულ ღირებულებითი განათლების პროგრამებსა და სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის შესახებ ინფორმაციას. ისტორიულ რუბრიკაში წარმოდგენილია მასალა თემაზე – „როგორ დავკარგეთ საინგილო“, ხოლო „ისტორიის ფურცელში“ მოთხრობილია აგარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესახებ.

გამოცემაში ასევე შესულია უცხოეთის ქრონიკა, სადაც საუბარია სომხეთის ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, და წმინდა მამათა დარიგებანი.

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ ახალი ნომრის შეძენა შესაძლებელია ტაძრებში, ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებსა და სპეციალურ სტენდებთან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდლად და დიაკვნად დაასხა ხელი და ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ