მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდლად და დიაკვნად დაასხა ხელი და ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა

23 თებერვალი 14:55
282
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ ღამისთევის მსახურებაზე ხელი დაესხა ლევან ჩომახაძესა და ელგუჯა ფარტენაძეს, ხოლო რამდენიმე სასულიერო პირი საეკლესიო ჯილდოებით დაჯილდოვდა.

2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ღამისთევის მსახურება აღასრულა.

მსახურების ფარგლებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ლევან ჩომახაძეს, ხოლო დიაკვნად ელგუჯა ფარტენაძეს, რომელსაც სახელად ექვთიმე ეწოდა.

ამავე დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები საეკლესიო ჯილდოებით დააჯილდოვა.

იღუმენი გრიგოლ (წულაია) აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით.

დეკანოზი მატათა ზოიძე და დეკანოზი ბასილი ბოლქვაძე კი დაჯილდოვდნენ გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღნიშნული დღე მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენით აღინიშნა, რაც ახალი სასულიერო პირების კურთხევასა და ღვაწლმოსილი სამღვდელოების დაფასებას უკავშირდება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2014 წლის 22 თებერვალს აღმოყვანილ იქნა ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ