ბათუმში მონაზონ გაბრიელს დიაკვნად დაასხეს ხელი
ქიროტონია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამღვდელმთავრო რეზიდენციაში არსებულ მამათა მონასტერში აღასრულა.
2026 წლის 1 მარტს, ბათუმში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დიაკვნად დაასხა ხელი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მდებარე იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის წევრს, მონაზონ გაბრიელს (სამადაშვილი).
დიაკვნად ხელდასხმის საიდუმლო წმინდა ლიტურგიის დროს აღესრულა, რომელსაც სამღვდელოება, მონასტრის საძმო და მრევლი ესწრებოდა. ქიროტონია მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საიდუმლოა, რომლის მეშვეობითაც სასულიერო პირი ეკლესიის მსახურებაში ოფიციალურად ერთვება.
მონაზონი გაბრიელი აღნიშნული მონასტრის საძმოს წევრია და ამ დრომდე მონასტრულ ცხოვრებასა და ეკლესიურ მსახურებაში აქტიურად მონაწილეობდა. დიაკვნად ხელდასხმის შემდეგ იგი უკვე სრულუფლებიანად გააგრძელებს მსახურებას ეკლესიაში და მონაწილეობას მიიღებს ღვთისმსახურებებში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს.