ზუგდიდში დიაკონ გრიგოლ კონჯარიას მღვდლად დაასხეს ხელი
ხელდასხმის მსახურება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულა.
2026 წლის 1 მარტს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, დიაკონ გრიგოლ კონჯარიას მღვდლად დაასხა ხელი.
ხელდასხმის მსახურება საზეიმო საღვთო ლიტურგიის ფარგლებში აღესრულა. მიტროპოლიტმა გერასიმემ ახლადხელდასხმულ სასულიერო პირს მღვდლის მსახურების მადლი მიანიჭა.
მღვდელი გრიგოლ კონჯარია დროებით იმავე საკათედრო ტაძარში განაგრძობს მსახურებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე IV–VI საუკუნეების კოლექტიური სამარხები აღმოაჩინეს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22