ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი აღავლინა
ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დიდმარხვის პირველი შვიდეულის მსახურება გაიმართა.
2026 წლის 24 თებერვალს, დიდმარხვის პირველი შვიდეულის ფარგლებში, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი აღავლინა.
ღვთისმსახურება ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად შესრულდა და მას მრევლიც ესწრებოდა. სინანულის დიდი კანონი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგალობელია, რომელიც დიდმარხვის პირველ შვიდეულში იკითხება და მორწმუნეებს სინანულის, სულიერი განწმენდისა და ღვთისთან მიახლოებისკენ მოუწოდებს.
მსახურებისას განსაკუთრებული ლოცვითი განწყობა სუფევდა, რაც დიდმარხვის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის სულიერ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. დიდმარხვა მორწმუნეთათვის არის დრო სინანულის, ლოცვის, მარხვისა და სულიერი განახლებისა, რომლის მიზანიც ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ღირსეულად შეხვდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორის საკათედრო ტაძარში დიდი მარხვის პირველი შვიდეულის მსახურება აღევლინა.