„დავითიანნი“ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებით „მახარობელთა“ მსვლელობას იწყებს
პროექტის მონაწილეები ფეხით შემოივლიან საქართველოს მუნიციპალიტეტებს, დაესწრებიან ლექციებს და სულიერ-შემეცნებით პროგრამებში ჩაერთვებიან.
საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოძრაობა „დავითიანნი“ იწყებს მასშტაბურ სულიერ-შემეცნებით პროექტს და მოქალაქეებს მოუწოდებს გახდნენ „მახარობლები“ — სიხარულისა და იმედის მაცნეები.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები მოციქულთა ნაკვალევზე ფეხით გასავლელ მარშრუტებს გაივლიან. მსვლელობა 7 კაციანი ჯგუფების მორიგეობით განხორციელდება, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მოივლიან.
პროგრამა ასევე მოიცავს ოთხკვირიან მოსამზადებელ კურსს, რომლის დროსაც მონაწილეები მოისმენენ ლექციებს საეკლესიო სწავლებისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე. გარდა ამისა, გაიმართება მოლოცვითი მოგზაურობების ამსახველი დოკუმენტური ფილმების ჩვენება და შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რაც მონაწილეებს ერთობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის მიზანია საზოგადოების სულიერი გაძლიერება, ისტორიული მეხსიერების განმტკიცება და საქართველოს გაქრისტიანების გზის სიმბოლური განახლება.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ხოლო მოსამზადებელი კურსები 8 მარტიდან დაიწყება. პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სპეციალური ონლაინ ფორმის მეშვეობით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდლად და დიაკვნად დაასხა ხელი და ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა.