ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის საგანმანათლებლო პროექტის XII სესია 15 თებერვალს გაიმართება
მეორე კურსის — „ეკლესია პირველ ათასწლეულში“ — მორიგ შეხვედრაზე ანდრია ლომთათიძე ისაუბრებს VI–VII საუკუნეების დასავლეთის მოვლენებზე.
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროექტის მეორე კურსის — „ეკლესია პირველ ათასწლეულში“ — ფარგლებში XII სალექციო სესია 15 თებერვალს, კვირას, საქართველოს დროით 20:00 საათზე ჩატარდება.
მორიგ შეხვედრაზე მომხსენებელი იქნება ანდრია ლომთათიძე, რომელიც წარადგენს თემას: „VI–VII საუკუნეებში დასავლეთში განვითარებული მოვლენები“. ლექცია დაეთმობა აღნიშნულ პერიოდში დასავლეთის ეკლესიის ისტორიულ, პოლიტიკურ და თეოლოგიურ პროცესებს.
კურსზე რეგისტრაცია კვლავაც გრძელდება. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე:
[https://forms.gle/jgaBBLx8SgbwYafZA](https://forms.gle/jgaBBLx8SgbwYafZA)
(შენიშვნა: რეკომენდებულია ბრაუზერის გამოყენება — Google Chrome, Opera, Safari და სხვა).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ელექტრონულ მისამართზე:
[[email protected]](mailto:[email protected])
სალექციო სესიების გეგმა ხელმისაწვდომია ბმულზე:
[https://drive.google.com/file/d/1u-dagET0Tyfwpc4otD3fpfY-Bzi7eJVC/view?usp=sharing](https://drive.google.com/file/d/1u-dagET0Tyfwpc4otD3fpfY-Bzi7eJVC/view?usp=sharing)
სესიების მომხსენებელთა შესახებ ინფორმაცია იხილეთ:
[https://drive.google.com/file/d/1VSJzP5IBy2LVMF_kp3YPeNe6WLCsfHM0/view?usp=sharing](https://drive.google.com/file/d/1VSJzP5IBy2LVMF_kp3YPeNe6WLCsfHM0/view?usp=sharing)