ბულგარეთი ათონის მთაზე ზოგრაფის მონასტრისკენ მიმავალი გზის მშენებლობისთვის 1,5 მილიონ ევროს გამოყოფს
ბულგარეთის მთავრობა დააფინანსებს ათონის მთაზე იუნესკოს სიაში შემავალი ზოგრაფის მონასტრისკენ მიმავალი გზის შეკეთებას.
ბულგარეთის მთავრობამ ათონის მთაზე ზოგრაფის მონასტერამდე მისასვლელი გზის გასაუმჯობესებლად 1,5 მილიონი ევრო გამოყო. ვებსაიტის, orthodoxianewsagency-ის ცნობით, პორტიდან ათონის ბულგარეთის ზოგრაფის მონასტრამდე მიმავალი გზის მონაკვეთი შეკეთდება.
შეკეთების სამუშაოების გასაგრძელებლად კაპიტალური ხარჯებისთვის დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება ბულგარეთის მოქმედმა მთავრობამ მიიღო. ხელისუფლებამ განმარტა, რომ ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მეტ მომლოცველს საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად მოინახულონ სალოცავი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
2025 წლის ნოემბერში, ზოგრაფის მონასტერში აღინიშნა წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე. წირვას ბრანიჩის ეპისკოპოსი იოანე უძღვებოდა, მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გაბრიელის მონაწილეობით. ზეიმს ესწრებოდა პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 51-ე ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე ცონჩო განევი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, ათონელმა ბერებმა გააპროტესტეს დუმენკოს ათონის მთაზე ვიზიტი.