რენეში დიდმარხვის მოსამზადებელ კვირაში საღმრთო მსახურებები აღესრულა
უძღები შვილის კვირას და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენება დასავლეთ ევროპაში ლოცვით აღნიშნეს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ქალაქ რენეში, დიდმარხვის მეორე მოსამზადებელ კვირაში, 7 თებერვალს, შაბათს, 17:00 საათზე საღმრთო მსახურება აღესრულა, ხოლო 8 თებერვალს, კვირას, 10:00 საათზე – წმინდა წირვა.
ღვთისმსახურებებს უძღვებოდა სამრევლოს მოძღვარი, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი, მამა დავით ადამაშვილის თანამსახურებით.
აღნიშნული კვირა ეკლესიაში უძღები შვილის კვირად აღინიშნება, რომლის მნიშვნელობასა და სულიერ შინაარსზე ქადაგებით ისაუბრა დეკანოზმა სპირიდონმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პარლამენტში ქართული ხორბლის კულტურის განვითარების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
გუშინ 12:22