საქართველოს პარლამენტში ქართული ხორბლის კულტურის განვითარების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

8 თებერვალი 12:06
108
საქართველოს პარლამენტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. ფოტო: Gela Samkharauli საქართველოს პარლამენტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. ფოტო: Gela Samkharauli

იუნესკოს აღიარების შემდეგ ქართული ენდემური ხორბლის დაცვა, წარმოების ზრდა და საერთაშორისო პოპულარიზაცია ახალ ეტაპზე გადადის.

დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქართული ხორბლის კულტურის განვითარების და მისი პოპულარიზაციის საკითხზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საპატრიარქოს, დარგობრივი ასოციაციების წევრები და სფეროს ექსპერტები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუნესკოს მიერ ქართული ხორბლის კულტურის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა. აღნიშნული სტატუსი ქმნის შესაძლებლობას, ქართული ხორბლის უნიკალური რესურსი რეალურ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებად გარდაიქმნას.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენდემური ჯიშების დაცვას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესებას. ასევე განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული ხორბლის წარმოების ზრდას, მის საერთაშორისო პოპულარიზაციას და აგროტურიზმის განვითარებას.

შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე უახლოეს პერიოდში მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების, დარგის წარმომადგენლებისა და ფერმერების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს და ქართული ხორბლის კულტურის განვითარების პროცესს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტ „წიგნიერი ლიდერი“-ის ფარგლებში ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ