ფოლკლორული ფესტივალი „ბორჯომ-ბაკურიანი — თოვლიანი თავგადასავალი 2026“ ბორჯომში გაიმართა
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ხარება”.
საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით ბორჯომის კულტურის სახლში გაიმართა ფოლკლორული ფესტივალი „ბორჯომ-ბაკურიანი — თოვლიანი თავგადასავალი 2026“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ხარება“.
ფესტივალის ფარგლებში ანსამბლმა წარმატებით იასპარეზა და მაყურებლის წინაშე წარადგინა ქორეოგრაფიული ნომერი „ქალაქური“, რომელმაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების მიზანი წარმოადგენდა ქართული ქორეოგრაფიული ცეკვის ისტორიული და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, წარმოჩენა და პოპულარიზაცია.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ანსამბლის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია ბოკუჩავას, ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის და უსურვებს შემდგომ წარმატებებს პროფესიულ, აკადემიურ და შემოქმედებით საქმიანობაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პარლამენტში ქართული ხორბლის კულტურის განვითარების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.