ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლაში „მოძღვრის საათი“ გაიმართა

9 თებერვალი 10:55
60
საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

შეხვედრა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

2026 წლის 6 თებერვალს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, გაიმართა საგანმანათლებლო პროექტი „მოძღვრის საათი – შეხვედრა მოძღვართან“, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოქმედი კლუბის შეხვედრა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლაში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდები და პედაგოგები.

შეხვედრას უძღვებოდა დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე ხვიჩია, რომელმაც ისაუბრა ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე, ოჯახის სიწმინდის ღირებულებაზე, ქართულ ტრადიციებსა და ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებზე.

ღონისძიებას ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი გიორგი ფიფია. ცენტრის ხელმძღვანელმა მამა კონსტანტინესთან ერთად სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა.

ბატონმა გიორგი ფიფიამ შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღო, შეხვდა მოსწავლეებს, ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების დასასრულს ბატონმა გიორგი ფიფიამ სკოლის დირექტორს, ქალბატონ თამთა აბსავას, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პროექტებში წარმატებები უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ