ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა ახალციხესა და ტაო-კლარჯეთში

6 თებერვალი 21:58
108
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და ანი კუდუხაშვილი. ფოტო: სსსუს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და ანი კუდუხაშვილი. ფოტო: სსსუს

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებში ძირითადი ღირებულებების განვითარებაზე.

2026 წლის 5 თებერვალს გაიმართა ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, აგრეთვე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიების სკოლების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გაეცნოთ ღირებულებითი განათლების კლუბების მიზნები, სამუშაო ფორმატი და ის ძირითადი თემები, რომელთა ირგვლივაც კლუბების საქმიანობა განვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა ემპათია, პასუხისმგებლობა, მეგობრობა, პატიება, სიყვარული და სინდისი.

გაცნობით შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ღირებულებითი განათლების კლუბების როლი არაფორმალური განათლების სივრცეში — როგორც უსაფრთხო გარემო ფიქრისთვის, დიალოგისთვის, პირადი გამოცდილების გაზიარებისა და შეგნებული ღირებულებითი არჩევანის ჩამოსაყალიბებლად.

შეხვედრის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს სკოლების წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და სასულიერო პირებს აქტიური ჩართულობისა და გამოჩენილი ინტერესისთვის. აღინიშნა, რომ წინ შინაარსიანი, მრავალფეროვანი და ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობაა დაგეგმილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რენეში წმინდა დავით აღმაშენებლი ხსენებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ