ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის კვირეულის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში გაიმართა

6 თებერვალი 15:03
135
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის კვირეული. ფოტო: ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის კვირეული. ფოტო: ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია

სკოლა-გიმნაზიის 151 წლის იუბილესთან დაკავშირებით აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკაში ჩატარდა თამაში „მაძიებლობანა.”

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში დავით აღმაშენებლის კვირეული გრძელდება.

2026 წლის 5 თებერვალს, მისი ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, სკოლა-გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, სკოლა-გიმნაზიის 151 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „მაძიებლობანა“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ისტორიის, ზოგადი განათლებისა და ლოგიკური აზროვნების მიმართულებით საკუთარი ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს. თამაში ხელს უწყობდა როგორც შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას, ისე გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

ღონისძიების ორგანიზებისა და წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს თამაშის ავტორს, ისტორიის პედაგოგს ქალბატონ ზეინაბ ბუაჩიძეს და თანაავტორს ქალბატონ მარინა მუმლაძეს.

ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლებამ სომხურ ეკლესიას ეკლესიის მიწებზე საკუთრების უფლება ჩამოართვა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ