6 თებერვალს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ის ხსენების დღეა

2824
06 თებერვალი 08:21
17
საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I. ფოტო: ღია წყარო საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I. ფოტო: ღია წყარო

მელქისედეკ I იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში. 

მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიას ხელმძღვანელი იყო მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. კათოლიკოსის ტახტი დაიკავა სვიმონ III-ის გარდაცვალების შემდეგ. მელქისედეკი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც მოიხსენიება ტიტულით „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“.

„მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმინდა მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი ბაგრატ III-ის კარზე. ცნობილია მისი ბიძის (დედის ძმის) სახელი — ანტონი. წმინდა მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“. ზრუნავდა მცხეთის კათედრალის საპატრიარქოს გადიდება-გამშვენიერებასა და გამდიდრებისათვის.

მელქისედეკი რამდენიმეჯერ ეწვია კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის იმპერიის იმპერატორების კარს, როგორც საქართველოს მეფის ელჩი.

შემონახულია წმინდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი – „დაწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი – „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ .

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ I გარდაიცვალა 1033 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში, წმინდა ილია თეზბიტელის ეკვდერში. კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რენეში წმინდა დავით აღმაშენებლი ხსენებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ