ღირებულებითი განათლების კლუბები ეპარქიების საჯარო სკოლებში იხსნება

2824
04 თებერვალი 12:41
20
ჭიათურისა და საჩხერის სკოლებში კლუბების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ფოტო: ეპარქიის გვერდი ჭიათურისა და საჩხერის სკოლებში კლუბების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ჭიათურისა და საჩხერის სკოლებში კლუბების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.

2026 წლის 3 თებერვალს ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებისათვის გაიმართა ღირებულებითი განათლების კლუბების გაცნობითი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს კლუბების მიზანი, მუშაობის ფორმატი და პროგრამის ძირითადი ღირებულებები გააცნეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი. მათ ყურადღება გაამახვილეს არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გზებზე და ღირებულებითი განათლების კლუბების როლზე სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რამაც დამსწრეებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ჭიათურისა და საჩხერის სკოლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვეს ღირებულებითი განათლების კლუბების შემდგომ განვითარებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, „ემპათია ადამიანებს შორის“ — ვიდეორგოლების კონკურსის ფინალი საქართველოს კინოაკადემიაში გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ