ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქალაქ ფოთის ახალგაზრდული ჰაბი მოინახულა
მეუფე გრიგოლი ცენტრის საქმიანობას გაეცნო, თანამშრომლები დალოცა და ახალგაზრდობის სულიერი და მორალური საყრდენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
30 იანვარს, 2026 წელს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად მოინახულა ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ჰაბი“, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაშია განთავსებული. აღნიშნული შენობა ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის პერიოდშია აგებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
მეუფე გრიგოლმა დაათვალიერა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი მრავალფუნქციური სივრცეები, გაეცნო ცენტრის საქმიანობასა და დაგეგმილ პროექტებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გულთბილი შეხვედრა ქალაქ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, მერის პირველ მოადგილე მამუკა პაპასკირთან, მერის მოადგილე მამუკა თოდუასთან და ახალგაზრდული ჰაბის დირექტორ ტარიელ ალექსანდრიასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ცენტრი ახალგაზრდებისთვის ქმნის.
მეუფე გრიგოლმა დალოცა ახალგაზრდული ჰაბი და მისი თანამშრომლები, წარმატება უსურვა ყველა იმ ძალისხმევაში, რომელიც ახალგაზრდებში მტკიცე სურვილსა და ძლიერ მოტივაციას აღძრავს წინაპართა კეთილი დანატოვარის განვითარებისთვის.
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად ახალგაზრდებს განსაკუთრებით სჭირდებათ მდგრადი სულიერი და მორალური საყრდენები და დასძინა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ სიტყვით არა, არამედ სიკეთის, კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და კეთილი მოქალაქობის ცოცხალი მაგალითებით არის შესაძლებელი.
მართლმადიუდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი დაბადების დღეს აღნიშნავს.