მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს შეხვდა

2824
01 თებერვალი 12:45
27
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ, უნეტარეს თეოფილე III-სთან შეხვედრაზე. ფოტო: სამინისტროს გვერდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ, უნეტარეს თეოფილე III-სთან შეხვედრაზე. ფოტო: სამინისტროს გვერდი

უნეტარესმა თეოფილე III-მ მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, უნეტარესმა თეოფილე III-მ საპატრიარქოში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იერუსალიმის საპატრიარქო ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის მიმართ ავლენს. მან პატრიარქთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისა და განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე.

ხაზი გაესვა მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ეკლესიის განსაკუთრებულ როლს, ასევე, იმ ისტორიულ კავშირებს, რომლებიც ქართულ ეკლესიასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობს.

თეოფილე III-მ გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტ „წიგნიერი ლიდერი“-ის ფარგლებში ვიდეორგოლების კონკურსი გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ