საპატრიარქო ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს

2824
26 იანვარი 14:34
36
საქართველოს საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო

ზნეობრივი კომისია ოფიციალურ წერილობით მიმართვას ელოდება, რის შემდეგაც საკითხს მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა.

2026 წლის 24 იანვარს ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მრევლის ნაწილის მხრიდან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების შესახებ.

სიუჟეტში აღნიშნული იყო, თითქოს მრევლმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, თუმცა ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

ფაქტობრივად, ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთ წევრს მხოლოდ ეცნობა სავარაუდო დანაშაულის შესახებ. კომისიის მიერ საკითხის ოფიციალურად განხილვისთვის აუცილებელია წერილობითი მიმართვა და სხვა შესაბამისი პროცედურების დაცვა, რის შესახებაც მრევლს მიეცა განმარტება.

ამჟამად ზნეობრივი კომისია ოფიციალურად, წერილობით ელოდება შესაბამის მიმართვას, რომლის მიღების შემდეგაც საკითხს კანონით დადგენილი წესით მიეცემა მსვლელობა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დაკავებული მაღაროელების განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ