სან ბრიოში ქართული სამრევლოს ჩამოყალიბების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი თანამემამულეებს შეხვდა.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, 2026 წლის 25 იანვარს, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი ქალაქ სან ბრიოში ჩვენს თანამემამულეებს შეხვდა.
შეხვედრის მსვლელობისას განხილული იქნა ქართული სამრევლოს ჩამოყალიბების საკითხი და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამრევლოს სულიერ მნიშვნელობასა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ეკლესიური ცხოვრების გაძლიერებას.
შეხვედრაზე დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა:
„ძვირფასო ძმანო და დანო,
დღეს ჩვენ ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს — იქმნება სამრევლო. ეს არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც მსახურება ჩატარდება. ეს არის სულიერი ოჯახი, სადაც ერთმანეთის ტკივილსა და სიხარულს გავიზიარებთ, სადაც ლოცვა გვასწავლის ერთობას, ხოლო სიყვარული — მოთმინებას.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ხართ, ვინც გულით დგახართ ამ გზაზე. თქვენი მონაწილეობა, ლოცვა და ერთგულება არის ამ სამრევლოს საძირკველი.
დავეყრდნოთ ერთმანეთს, დავეყრდნოთ ღმერთს და ვაშენოთ ეს პატარა, მაგრამ ძლიერი კერა — სიყვარულით, რწმენით და იმედით.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ამინ.”
შეხვედრა თბილ და ერთობის სულისკვეთებით გამსჭვალულ გარემოში წარიმართა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა ქალაქ სან ბრიოში ქართული სამრევლოს ჩამოყალიბების გზაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში საკვირაო სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულა.