წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა „წიგნიერი ლიდერი 2026“-ის მონაწილეებს უმასპინძლა
პროფორიენტაციის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, პროგრამები და ინფრასტრუქტურა ადგილზე გაიცნეს.
2026 წლის 21–23 იანვარს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტის — „წიგნიერი ლიდერი 2026“ ფარგლებში ჩართულ მოსწავლეებს უმასპინძლა.
პროფორიენტაციის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის დროსაც მათ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, მიმართულებებსა და სტუდენტურ აქტივობებს. მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, სპორტული დარბაზი და ბიბლიოთეკა.
შეხვედრებს უძღვებოდა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დავით გორგიაშვილი. მოსწავლეებს მეგზურობა გაუწიეს უნივერსიტეტის ელჩებმა, ასევე შედგა შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებთან.
ვიზიტის დასასრულს მონაწილეებს უმასპინძლა უნივერსიტეტის კაფეტერიამ.
„დავითიანნი“ მადლობას უხდის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს მასპინძლობისა და საინტერესო ექსკურსიისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას, მომავალშიც გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა ახალგაზრდების უკეთესი მომავლის ხელშეწყობის მიზნით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იაკობ ნიზიბიელს იხსენებს.