ანსამბლი „ჯავარი“ სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრო

20 იანვარი 16:35
120
ანსამბლი „ჯავარი“. ფოტო:საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება ანსამბლი „ჯავარი“. ფოტო:საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება

ქართულ სამოსში შემოსილმა ბავშვებმა ლოცვითი განწყობითა და გულწრფელი სიხარულით დაამშვენეს ტაძარი.

2025 წლის 18 იანვარს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას ანსამბლი „ჯავარი“ დაესწრო. ბავშვები ტაძარში ხელმძღვანელებთან — ბექა კაპანაძესა და სალომე გიგაურთან ერთად იმყოფებოდნენ.

ქართულ ეროვნულ სამოსში შემოსილმა ანსამბლის წევრებმა ტაძარში განსაკუთრებულად თბილი და სულიერი გარემო შექმნეს. მათი ყოფნა იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთ სივრცეში შეერთდეს სარწმუნოება, ქართული ტრადიცია და ბავშვების გულწრფელი სიყვარული ეკლესიისადმი.

წირვაში მონაწილეობა და ლოცვითი განწყობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა — ეს არის პირველი ნაბიჯები სულიერი გზისაკენ, სადაც ეროვნული იდენტობა და ქრისტიანული ღირებულებები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. ასეთ დღეებში ახალგაზრდები ახლოს ეცნობიან ეკლესიურ ცხოვრებას, სულიერ სიმშვიდესა და ღვთის მადლს.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება, განსაკუთრებული მადლობას უხდის ანსამბლ „ჯავარის“ ხელმძღვანელებს — ბექა კაპანაძეს და სალომე გიგაურს — ბავშვების სულიერ და კულტურულ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. ასევე მადლობა გადაუხადეს თითოეულ ბავშვსა და მშობელს, ვინც სიყვარულითა და რწმენით იზიარებს ეკლესიურ ცხოვრებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამთავროს დედათა მონასტერში ნათლისღების საუფლო დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ