ხაშურში ნათლისღების სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულა
საღვთო ლიტურღია ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა სვიმეონმა აღასრულა.
ნათლისღების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, 19 იანვარს, ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულა.
შეგახსებთ, ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.
საღვთო ლიტურღიას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღასრულებდა. ღვთისმსახურება დილის 09:30 საათზე დაიწყო და მას მრევლი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდში ნათლისღება სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა.