ქარელში საკვირაო მსახურება მიტროპოლიტმა იობმა აღავლინა
საკვირაო ლიტურგია ქარელის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღესრულა.
18 იანვარს, ქარელის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო მსახურება აღავლინა ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).
სადღესასწაულო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყო და მრევლისა და სამღვდელოების მონაწილეობით ლოცვით გარემოში აღესრულა. მეუფემ ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობაზე, რწმენაში განმტკიცებასა და ეკლესიურ ერთობაზე.
მსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იობმა მრევლი დალოცა და საკვირაო დღესასწაული მიულოცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 18 იანვარს ეკლესია თეოპემპტი ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და თეონა მოგვყოფილს იხსენებს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.