ზუგდიდში ნათლისღება სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა
ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ჟამისწირვა მიტროპოლიტმა გერასიმემ აღავლინა.
19 იანვარს, ნათლისღების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ სადღესასწაულო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ შესრულდა წყალკურთხევის მსახურება — დიდი აიაზმა, რომელსაც მრევლი განსაკუთრებული სულიერი მოწიწებით დაესწრო.
საღვთო მსახურების დასასრულს მიტროპოლიტმა გერასიმემ ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს, ისაუბრა ნათლისღების სულიერ მნიშვნელობაზე და დამსწრეებს მიულოცა ქრისტეს ნათლისღების დიდებული დღესასწაული, უსურვა სულიერი სიხარული, მშვიდობა და ღვთის წყალობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 18 იანვარს ეკლესია თეოპემპტი ნიკომიდიელ ეპისკოპოსს და თეონა მოგვყოფილს იხსენებს.