ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ თამარ ცუცქირიძე დააჯილდოვა
ეპარქიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას გადაეცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსლის გამოსახულების სამკერდე ნიშანი და სამადლობელი სიგელი.
მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ქალბატონი თამარ ცუცქირიძე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სამოსლის გამოსახულების სამკერდე ნიშნითა და სამადლობელი სიგელით დააჯილდოვა.
დაჯილდოება ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში გაიმართა. მიტროპოლიტმა გერასიმემ მადლობა გადაუხადა ქ-ნ თამარ ცუცქირიძეს ეკლესიისა და ეპარქიის მხარდასაჭერად გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ მისი ღვაწლი მნიშვნელოვანი მაგალითია საზოგადოებისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში გაიმართა — მონაწილეებს საშობაო ნობათები გადაეცათ.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22