ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში გაიმართა — მონაწილეებს საშობაო ნობათები გადაეცათ

2824
8 იანვარი 10:56
16
ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში გაიმართა — მონაწილეებს საშობაო ნობათები გადაეცათ

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

ალილოს სადღესასწაულო მსვლელობის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცა.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, ბავშვები, ახალგაზრდები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

დღის განმავლობაში შეგროვილი ნობათები, ტრადიციის შესაბამისად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის საშობაო გზავნილი სამწყსოსადმი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ